Სარჩევიchevron-down
რა არის კრიპტოვალუტა სოლანა?
რა უპირატესობები აქვს სოლანას?
როგორ შეიძლება სოლანას ყიდვა: კონვერტაცია & Spot ბირჟა
კონვერტაცია
Spot ბირჟა
ანგარიშზე თანხის შეტანა
შეჯამება - სოლანას ყიდვა მარტივად!
Georgian text on the left side of the visual with Buy Button on the right side and Solana logos around 1000x300
2024-04-15clock5 minutes

რა არის კრიპტოვალუტა სოლანა?

სოლანა არის ისეთი ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება კრიპტო აპლიკაციების შესაქმნელად და ერთმანეთთან სწრაფად და უსაფრთხოდ დასაკავშირებლად. წარმოიდგინე, რომ ის არის გზატკეცილი კრიპტოვალუტებისა და ციფრული აქტივებისთვის, სადაც მათ შეუფერხებლად და სწრაფად შეუძლიათ მუშაობა, პარალელურად კი, აპლიკაციები სოლანას ქსელის წყალობით ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან.

სწორედ ამ ქსელის მშობლიური კრიპტოვალუტა არის სოლანა, რომელიც გამოიყენება, როგორც ტრანზაქციებისა და სხვადასხვა საგადახდო ოპერაციებისთვის, ასევე საინვესტიციო დანიშნულებისთვისაც.

საგადახდო სისტემაში სოლანა მუშაობს სოლანას ქსელზე შექმნილი აპლიკაციებისთვის, ასეთი კი ბევრია. რაც შეეხება საინვესტიციო პოტენციალს, ადამიანები ყიდულობენ ამ კრიპტო აქტივს და შემდგომ ინახავენ კრიპტო საფულეში, იმ იმედით რომ მისი კრიპტოს ფასი დროის გარკვეულ პერიოდში გაიზრდება. ანალოგიურად, როგორც ბიტკოინი, ეთერიუმი და სხვა ციფრული აქტივები.

მაგალითად, სოლანას ყიდვა ამჟამად შესაძლებელია $130 ფარგლებში, ხოლო ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ამ დროს, მისი ღირებულება $22 შეადგენდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ კრიპტოვალუტა CoinMarketCap-ის TOP 5 ყველაზე დიდ აქტივში ხვდება $58 მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციით.

რა უპირატესობები აქვს სოლანას?

კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინ ქსელ სოლანას უამრავი უპირატესობა აქვს, რომლებიც მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ.

  • სწრაფი ტრანზაქციები - სოლანას ბლოკჩეინს შეუძლია უამრავი ტრანზაქცია უსწრაფესად გაატაროს, გაცილებით სწრაფად, ვიდრე ეს ისეთ “ძველ სისტემებს” შეუძლიათ, როგორიც მაგალითად ბიტკოინია. სიჩქარე კი, სოლანას ხდის მიმზიდველს ისეთი ტიპის აპლიკაციებისა და მომხმარებლებისათვის, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია მომენტალური აღსრულება.

  • დაბალი საკომისიოები - სოლანას გამოყენებით ტრანზაქციების განხორციელება ბევრად უფრო იაფია, ვიდრე სხვა ნებისმიერი ქსელის გამოყენებით. დაბალი საკომისიოები უამრავი ადამიანისა და ბიზნესისთვის მიმზიდველი პერსპექტივაა.

  • ენერგო ეფექტურობა - სოლანას ბლოკჩეინი ახლებური ტექნოლოგიით მუშაობს, რაც გაცილებით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს და შესაბამისად უსაფრთხოა ბუნებისათვის.

  • მოქნილობა - ის იმგვარად არის დაპროგრამებული, რომ დეველოპერებისათვის მოქნილია შექმნან სხვადასხვა აპლიკაციები. მოქნილობა კი, ხელს უწყობს მრავალფეროვანი და საჭირო აპლიკაციების შექმნას.

  • უსაფრთხოება - ციფრულ სამყაროსა და კრიპტო ინდუსტრიაში უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. სოლანა არის თანამედროვე ციფრული კრიპტოვალუტა, რომელიც გამოირჩევა ყველა იმ უსაფრთხოების ნორმებით, რომელიც ყველა ქსელს მოეთხოვება.

როგორ შეიძლება სოლანას ყიდვა: კონვერტაცია & Spot ბირჟა

თუკი კრიპტოს ყიდვა გაქვს გადაწყვეტილი და ჯერ არ იცი როგორ ან სად შეძლებ ამას ყველაზე მარტივად, მაშინ ყველაფერს გეტყვი. არ აქვს მნიშვნელობა კრიპტოვალუტების ინდუსტრიაში დიდი გამოცდილება გაქვს თუ კრიპტო არასდროს გიყიდია, აქ მარტივად და დეტალურად ნახავ რა გზებით შეიძლება სოლანას ყიდვა.

იმისათვის, რომ კრიპტოს ყიდვა შეძლო, ისეთი კრიპტო ბირჟების დახმარება დაგჭირდება, როგორიც მაგალითად Mycoins, Coinmania და Cryptal არიან. მათ გარდა ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომია უცხოური პლატფორმები - ბაინანსი, ქოინბეისი და ა.შ.

თუმცა, დღეს ყურადღებას გავამახვილებთ ყველაზე მარტივ და იაფ ალტერნატივაზე, რომელსაც კრიპტალი ჰქვია. აქ კრიპტოს ყიდვა შეგიძლია ორი გზით.

იქამდე, სანამ კრიპტოს ყიდვას დაიწყებ, გაითვალისწინე რომ კრიპტო საფულე გჭირდება, რათა შენს მიერ შეძენილი ციფრული აქტივები უსაფრთხოდ შეინახო. კრიპტო საფულეს ზუსტად იგივე როლი აქვს, რაც ტრადიციული ვალუტის შემთხვევაში - მიიღო, გადარიცხო და შეინახო შენი აქტივები.

თუკი გინდა, რომ ლარი ჩაგირიცხონ, მაშინ ლარის საბანკო ანგარიში გჭირდება, ხოლო დოლარის შემთხვევაში, შენ ა.შ.შ. დოლარის ანგარიში გჭირდება. ზუსტად ასეა კრიპტოს შემთხვევაშიც, თუკი გინდა რომ ბიტკოინი მიიღო, მაშინ ბიტკოინის კრიპტო საფულე დაგჭირდება, სოლანას შემთხვევაში კი - სოლანას კრიპტო საფულე.

კონვერტაცია

ეს არის კრიპტალის ფუნქცია, რომელიც დაგეხმარება, რომ კრიპტოს ყიდვა შეძლო მარტივად და მომენტალურად. კონვერტაცია განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კრიპტოს ყიდვა მომენტალურად, ლოდინის გარეშე უნდათ. ასევე, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ინდუსტრიაში გამოცდილება საერთოდ არ აქვთ და საერთოდაც სულ პირველად ყიდულობენ რომელიმე კრიპტოვალუტას.

  • შედიხარ კრიპტალზე
  • ირჩევ კრიპტოს შეძენა
  • უთითებ SOL და TOGEL
  • ირჩევ კრიპტოვალუტის რაოდენობას
  • აკლიკავ ყიდვა

რა უპირატესობა აქვს კონვერტაციას?

  • სწრაფია - კრიპტოს ყიდვა სულ რამოდენიმე წამში შეგიძლია
  • მარტივია - სოლანა სულ რამოდენიმე კლიკში, გამოცდილების გარეშე შეგიძლია იყიდო

Spot ბირჟა

ბირჟა კრიპტოვალუტების ინდუსტრიაში ერთ-ერთი მთავარი ცნებაა. ეს არის ადგილი, სადაც კრიპტოს ყიდვა & გაყიდვის სურვილის მქონე ადამიანები ერთ უსაფრთხო და კომფორტულ სივრცეში ხვდებიან.

თუკი ბირჟაზე სოლანას ყიდვა გინდა, მაშინ პრინციპი შემდეგნაირია. ათავსებ მოთხოვნას, რომელსაც Order ჰქვია და უთითებ, რომ გსურს გარკვეული რაოდენობის სოლანას ყიდვა, მზად ხარ გადაიხადო შენს მიერ წინასწარ მითითებული რაოდენობა და ელოდები, როდის გამოჩნდება ადამიანი, რომელიც მზად იქნება შენს მიერ დადებული მოთხოვნა დააკმაყოფილოს, თუკი შენი პირობები - კრიპტოს ფასი და რაოდენობა - მისთვის მისაღები იქნება.

მაგალითად:

შენ გინდა 10 სოლანას ყიდვა და ორდერში უთითებ რომ სანაცვლოდ მზად ხარ გადაიხადო 3500 ლარი (TOGEL).

მოთხოვნას განათავსებ კრიპტო ბირჟაზე და ელოდები ადამიანს, რომელსაც კრიპტოს გაყიდვა უნდა.

ასეთი ადამიანის გამოჩენის შემთხვევაში, ის ნახავს ბირჟაზე განთავსებულ შენს ორდერს, დათანხმდება და საკუთარ კრიპტო აქტივებს მოგყიდის, სანაცვლოდ კი ის შენგან 3500 ლარს მიიღებს, როდესაც ტრანზაქცია შედგება, განხორციელდება თრეიდი ანუ ვაჭრობაც შედგა.

გაითვალისწინე, რომ კრიპტოვალუტის მისაღებად და შესანახად კრიპტო საფულე გჭირდება. საფულეებზე დამატებით ინფორმაცია შეგიძლია ჩვენს ბლოგში მარტივად, ცხოვრებისეული ტერმინებით ნახო.

გაითვალისწინე, რომ ბირჟას აქვს ორი საინტერესო და მოსახერხებელი ფუნქციონალი:

ა. Market Order - რომლის გამოყენებითაც ბირჟა ავტომატურად გაწვდის იმ მომენტში ბაზარზე არსებულ საუკეთესო ფასს შენს სასურველ კრიპტოვალუტაზე.

მაგალითად: თუკი ბირჟაზე სოლანას 10 ადამიანი ყიდის, მარკეტ ორდერის დახმარებით ბირჟა შენ ყველაზე დაბალი ფასის ორდერს მოგაწვდის.

ბ. Limit Order - რომლის გამოყენებითაც ხელით უთითებ კრიპტოს ფასის იმ მაქსიმალურ და მინიმალურ ლიმიტებს, რომლის გადახდისთვისაც მზად ხარ, ბირჟა კი გაკავშირებს მითითებული ლიმიტების შუალედში არსებულ საუკეთესო ფასთან.

მაგალითად: თუკი შენ მიუთითებ, რომ გინდა კრიპტოს ყიდვა და შესაბამის ველში ჩაწერ, რომ ყიდვა ავტომატურად განხორციელდეს, თუ ბირჟაზე გამოჩნდება გაყიდვის მსურველი ადამიანი, რომელიც აქტივს აფასებს 3400-დან 3600 ლარის ფარგლებში. თუკი ასეთი ორდერი გამოჩნდება, ყიდვა ავტომატურად განხორციელდება, თუკი არა - ბირჟა დაელოდება მანამ, სანამ მითითებულ დიაპაზონში არ გამოჩნდება აქტივები გასაყიდად.

რა უპირატესობა აქვს Spot ბირჟას?

  • მომგებიანია - ბირჟაზე კრიპტოს ყიდვა ყველაზე კარგ ფასად არის შესაძლებელი

ანგარიშზე თანხის შეტანა

კრიპტოვალუტა ჭეშმარიტად დეცენტრალიზებული და ციფრული სამყაროა, სწორედ ამიტომ კრიპტოს ყიდვა უამრავი გზით არის შესაძლებელი. ერთ-ერთი ასეთი პოპულარული გზა ფიატ ვალუტის გამოყენებაა, სწორედ ისეთის, როგორიც ლარი, ა.შ.შ. დოლარი და ევროა.

მათი გამოყენებით კრიპტალზე ნებისმიერი აქტივის ყიდვა შეგიძლია, იქნება ის ბიტკოინი, ეთერიუმი, რიპლი თუ სხვა ნებისმიერი კრიპტოვალუტა. მაგრამ ჩნდება კითხვა, როგორ შეიძლება კრიპტალის ანგარიშზე ფიატ ვალუტა შევიტანო?

ანგარიშზე თანხის შეტანა შესაძლებელია, როგორც საქართველოს & თიბისი ბანკის ვიზა და მასტერქარდ ბარათების გამოყენებით, ისე საბანკო გადარიცხვის დახმარებით.

შეჯამება - სოლანას ყიდვა მარტივად!

თუკი კრიპტოს ყიდვა გაქვს გადაწყვეტილი, კონკრეტულად კი სოლანა გინდა შეიძინო, მაშინ შენ უკვე იცი როგორ გააკეთო ეს კრიპტო ბირჟისა და Cryptal-ის დახმარებით. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე არსებობს სხვა ისეთი ალტერნატივები, როგორიც Coinmania, Mycoins ან თუნდაც ბაინანსი არის.

თუმცა, თუ დამწყები ხარ, კრიპტოს ყიდვა მარტივად გინდა და შენთვის დაბალი საკომისიოები მნიშვნელოვანია, მაშინ კრიპტალი ყველაზე კარგი არჩევანია, განსაკუთრებით კი კონვერტაციის ფუნქცია.

ხოლო თუ კრიპტოს საყიდლად საჭირო თანხა გინდა ბალანსზე შეიტანო, ამას საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის ბარათებით ან სულაც საბანკო გადარიცხვით მარტივად და მომენტალურად შეძლებ.

სოლანა კი, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და უსაფრთხო კრიპტოვალუტაა, რომელიც შეგიძლია იყიდო და ტრანზაქციებისათვის გამოიყენო. მისი ენერგო ეფექტურობა და უნიკალური ბლოკჩეინი, მას ჭეშმარიტად მომავლის კრიპტო აქტივად აქცევს.

Support