Სარჩევიchevron-down
Devin AI და ხელოვნური ინტელექტი - რას გაიგებ ბლოგში?
როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი Devin AI?
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი Devin AI პროგრამირების გარემოს?
როგორ გამოვიყენო Devin AI?
შეჯამება - ხელოვნური ინტელექტი შენს სამსახურში!
Georgian wording on the left side of the visual with Terminator and Skynet logo on the righ side 1000x300
2024-04-08clock5 minutes

Devin AI და ხელოვნური ინტელექტი - რას გაიგებ ბლოგში?

ტექნოლოგიების მუდმივად მზარდ ინდუსტრიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი ხელოვნურ ინტელექტს უჭირავს. კოგნიტური ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც დასწავლა შეუძლია განსაცვიფრებელ პროგრესს აჩვენებს. ხოლო Devin AI-ის გამოჩენით, ეს ინდუსტრია კიდევ უფრო გამდიდრდა. AI ეს მოდელი ჭეშმარიტად რევოლუციური პროდუქტია პროგრამული ინჟინერიისა და პროგრამირების სფეროში, საკუთარი თვისებებით კი, ის სხვა ხელოვნური ინტელექტის მოდელებს გარკვეულწილად უკან იტოვებს კიდეც.

მოკლედ, ამ ბლოგში გაიგებ როგორ მუშაობას ახალი ხელოვნური ინტელექტი სახელად Devin AI, როგორ შეგიძლია შენ მისი გამოყენება და ზოგადად, საით მიემართება ეს ახალი და მნიშვნელოვანი ინდუსტრია.

როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი Devin AI?

Devin AI არის პლატფორმა, რომელსაც გააჩნია საკუთარი „ხელსაწყოების“ მთელი არსენალი, იქნება ეს დეველოპერული ცოდნა, სატესტო გარემო თუ სხვადასხვა ახალი პრობლემის ინტერნეტში ძებნა და გააზრება. Devin-ის მთავარი უპირატესობა არა პროგრამირების ცოდნაში, არამედ სწორედ პრობლემების მოძიება, იდენტიფიცირებასა და გადაჭრაშია. მომხმარებლები ხელოვნურ ინტელექტთან კომუნიკაციას ტრადიციული ჩატ ბოტის დახმარებით ამყარებენ, სადაც ბრძანებების მიცემა ჩვეულებრივი ენით შეუძლიათ. საპირისპიროდ კი, ხელოვნური ინტელექტი თარგმნის შენს მიცემულ ბრძანებას თავის ენაზე, თუმცა შენამდე ინფორმაცია გამარტივებული ენით მოაქვს, უკუკავშირი სრულიად გასაგებია.

როგორც ვახსენეთ, Devin-ის მთავარი უპირატესობა კოდის წერა არ არის. პლატფორმის დეველოპერებმა მასში უამრავი შრომა ჩადეს, რომ ხელოვნური ინტელექტი კოგნიტური AI-ის ნამდვილი მწვერვალი ყოფილიყო და ისეთი თავისებურებები გამორჩეულიყო სხვა, მსგავსი პლატფორმებისგან, როგორიც არის:

  • ახალი მეთოდებისა და ტექნოლოგიების ავტომატური შესწავლა
  • აპლიკაციების ნოლიდან შექმნა და დასრულება დამოუკიდებლად
  • დაწერილ კოდში ხარვეზებისა და ბაგების გამოვლენა
  • არსებულ კოდში ავტონომიურად ცვლილებების შეტანა და მისი გაუმჯობესება
  • სხვა AI მოდელების შესწავლა და მათი დახმარებით საკუთარი თავის დახვეწა

დამატებით კი, შემქმნელები საუბრობენ იმაზე, თუ როგორი ნაცნობი გარემო დახვდებათ დეველოპერებს პლატფორმაზე, რათა მომხმარებლების მოზიდვა და უშუალოდ Devin-თან მუშაობა მარტივი იყოს.

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი Devin AI პროგრამირების გარემოს?

Devin AI-ის გამოჩენა პროგრამირებისა და კოდის წერისთვის მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტია, როგორც ზოგადად ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში შემოსვლა. ხოლო Devin-ის დახმარებით პროგრამისტებს ახლა უკვე შეუძლიათ გაცილებით კრეატიულ და რთულად შესასრულებელ დავალებებზე იფიქრონ, რადგან პლატფორმა რუტინულ დავალებებს თავად გაართმევს თავს.

სწორედ მისი შემქმნელი Cognition AI არის პირველი კომპანია, რომელიც ქოუდინგში საზღვრებს ასე მაღლა სწევს და საქმეს რეალურად უმარტივებს დეველოპერებს. სხვადასხვა ცნობილი საინვესტიციო ფირმების დახმარებით, ადამიანსა და ჭკვიან მანქანებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდა.

Devin-ის კიდევ ერთი გამორჩეული თვისება მისი ავტონომიურობაა, რაც გულისხმობს იმას, რომ დავალების მიცემიდან იგი სრულიად დამოუკიდებლად, ნოლიდან იწყებს მის შესრულებას. გარდა უბრალოდ მანქანისა, რომელიც კოდს დაწერს, ხელოვნური ინტელექტის ეს პლატფორმა, უბრალოდ შენი გუნდის წევრადაც კი შეგიძლია ჩათვალო, რადგან, როგორც ვახსენეთ, მას შეუძლია კოდში ხარვეზების აღმოჩენა და სურვილისამებრ მისი დამოუკიდებლად და ავტომატურად გასწორება.

დამატებით კი, რაც Devin-ს გამოარჩევს და განსაკუთრებულს ხდის არის ის, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება შეუძლია ყველას და არ გჭირდება რაიმე განსაკუთრებული მიდგომები.

როგორ გამოვიყენო Devin AI?

იმისათვის, რომ ხელოვნური ინტელექტი Devin AI-ის გამოყენება შეძლო, საჭიროა მისი შემქმნელი კომპანიის ვებ-გვერდს ესტუმრო. იქ ყველა საჭირო ინფორმაციას ნახავ, რომ კოდირების პროცესი კომპიუტერს მიანდო, თუმცა გაითვალისწინე, პროდუქტი ჯერ კიდევ ბეტა ვერსიის ეტაპზეა და შესაძლოა მხოლოდ ლიმიტირებული რაოდენობის მომხმარებლებს ჰქონდეთ მასზე წვდომა.

გარდა ამისა, Devin-ის გამოყენება შეგიძლია Chat GPT-ის პლაგინის დახმარებით, სადაც შეზღუდვა ლოდინსა და მომხმარებლების რაოდენობაზე არ არსებობს, თუმცა გაითვალისწინე, რომ დაგჭირდება ChatGPT Plus-ის ყიდვა.

შეჯამება - ხელოვნური ინტელექტი შენს სამსახურში!

შეჯამებისას შეგვიძლია ვთქვათ, რომ Cognition AI-ის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტი Devin AI ნამდვილად შენს სამსახურში მყოფი რევოლუციური პროდუქტია პროგრამირების ინდუსტრიაში. მისი წყალობით პროგრამისტებს აქვთ ფუფუნება, რომ გადაერთონ უფრო კრეატიულ და კომპლექსურ საკითხებზე, რუტინული სამუშაო კი დაუტოვონ Devin-ს.

მისი შემქმნელი კომპანია კი, კვლავ აგრძელებს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ სერვისებზე მუშაობას სხვადასხვა ცნობილი კომპანიების დაფინანსებისა და ინვესტიციების წყალობით.

მარტივად რომ ვთქვათ, შეგიძლია თავად გამოცადო პლატფორმა და ნახო, როგორ ეხმარება ხელოვნური ინტელექტი პროგრამისტს, რომ დაწერონ კოდი, იპოვონ შეცდომები და თავიანთი საქმე გაიმარტივონ.

Support