Სარჩევიchevron-down
რას გაიგებ ბლოგში? - ონლაინ კაზინო VS კრიპტო კაზინო
როგორ მუშაობს ტრადიციული, ონლაინ კაზინო?
როგორ მუშაობს კრიპტო კაზინო?
შედარება: კრიპტო კაზინო VS ტრადიციული კაზინო
სად შეიძლება კრიპტოს ყიდვა კაზინოსათვის?
Georgian Text on the left side of the visual with Crypto Cards on the righ side 1000x300
2024-04-17clock5 minutes

რას გაიგებ ბლოგში? - ონლაინ კაზინო VS კრიპტო კაზინო

მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული ონლაინ კაზინო უკვე კარგად ნაცნობი ინდუსტრიაა, გეტყვით, თუ როგორ მუშაობს ის და რა პრინციპს ეფუძნება.

პარალელურად გაჩვენებთ, რომ არსებობს მისი ანონიმური, კრიპტო ალტერნატივა, რომელიც შეიძლება უფრო მეტად ეფექტურიც კი იყოს და მას კრიპტო კაზინო ჰქვია.

ამ ბლოგში შევადარებთ ამ ორი ტიპის პლატფორმას და გაჩვენებთ, რა უპირატესობები აქვთ და რომელია შენზე მაქსიმალურად მორგებული.

როგორ მუშაობს ტრადიციული, ონლაინ კაზინო?

კაზინო ახალი ცნება არ არის და ის ყველასათვის კარგად ნაცნობი ინდუსტრიაა. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანები ეროვნული ვალუტის, ანუ ლარის სანაცვლოდ სხვადასხვა აზარტული აქტივობებით არიან დაკავებული.

კაზინო შეიძლება იყოს ფიზიკური ადგილი, თუმცა გაცილებით მოსახერხებელი და კომფორტული, ონლაინ კაზინოებია, რომლებზეც წვდომა სტანდარტულად, ვებ ბრაუზერიდან არის შესაძლებელი, მხოლოდ სრულწლოვანი (+21) ადამიანებისათვის.

მისი მუშაობის პრინციპი მარტივია. პლატფორმაზე ქართული საბანკო ბარათების გამოყენებით ან სულაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატების დახმარებით, ადეპოზიტებ თანხას, შემდგომ კი საიტზე ირჩევ შენთვის სასურველ თამაშის ტიპს.

გაითვალისწინე, რომ ნებისმიერი ტიპის შენატანისას აუცილებელია შენი ვინაობის იდენტიფიკაცია და დადასტურება, რომ რეალურად სრულწლოვან ადამიანს შეაქვს თანხა ანგარიშზე. ამისათვის შესაბამის პლატფორმაზე ტვირთავ პირადობის დამადასტურებელ რაიმე დოკუმენტს და შემდგომ ელოდები ვერიფიკაციას.

შენი აქტივობების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია როგორც ბანკებისათვის, ისე პოტენციური დამსაქმებლებისათვის, ვინაიდან ტრადიციული ტიპის კაზინოს აქვს ვალდებულება შენი პირადი ინფორმაცია დაამუშაოს და შესაბამისი სტრუქტურებისათვის, საჭიროების შემთხვევაში, გახადოს ხელმისაწვდომი.

როგორ მუშაობს კრიპტო კაზინო?

თუკი იცი, როგორ მუშაობს ტრადიციული, ონლაინ კაზინო, მაშინ გეტყვით რომ კრიპტო კაზინოც ზუსტად იმავე პრინციპს ეფუძნება.

კრიპტო აქტივების ანგარიშზე დადეპოზიტებით შენ შეგიძლია ითამაშო ნებისმიერი თამაში. თამაშები კი, პრაქტიკულად იდენტურია იმისა, რაც ტრადიციული ტიპის პლატფორმაზე გვხვდება.

განსხვავება მხოლოდ ორ მთავარ ნიშნულშია. ერთი, თუ რა ტიპის აქტივების ნაცვლად ერთვები სხვადასხვა თამაშებსა და აქტივობებში. ანუ, შენ კრიპტო კაზინოში აქტივობებისათვის ისეთი კრიპტოვალუტა დაგჭირდება, როგორიც ბიტკოინი ან სხვა არის და მეორე, შენი იდენტობა სრულიად ანონიმურია.

კრიპტო კაზინოში მაინც გიწევს მარტივი ონლაინ რეგისტრაციის გავლა მხოლოდ იმ მარტივი მიზეზით, რომ სათამაშო ანგარიში შექმნა, რა დროსაც არ აჩენ შენს ვინაობას და პლატფორმაზე არ ტვირთავ არანაირ ისეთ დოკუმენტს, როგორიც ID ბარათი, მართვის მოწმობა ან სულაც პასპორტია. მხოლოდ მეილი და პაროლი.

დამატებით, აქტივები რომლებითაც მომხმარებელი თამაშობს, ანონიმურობის პრინციპს ეფუძნება, ვინაიდან ბლოკჩეინ ტექნოლოგიისა და კრიპტოს ამოსავალი წერტილიც ეს არის.

შედარება: კრიპტო კაზინო VS ტრადიციული კაზინო

რა უპირატესობებს გთავაზობს ტრადიციული კაზინო?

  • მარტივი დეპოზიტი - შენს ანგარიშზე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, რამოდენიმე კლიკით შეგიძლია თანხის დეპოზიტი საბანკო ბარათების დახმარებით.

  • მარტივი განაღდება - ისევე როგორც დეპოზიტის შემთხვევაში, შენი აქტივების გატანა საბანკო ბარათების დახმარებით, გარკვეული საკომისიოს გადახდის შემდგომ, რამოდენიმე კლიკში შეგიძლია.

  • გამოცდილება - ტრადიციული ტიპის კაზინო ბაზარზე უკვე დიდი ხანია არსებობს და მომხმარებლებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვთ.

რა უპირატესობებს გთავაზობს კრიპტო კაზინო?

  • ანონიმურობა - როგორც კრიპტოვალუტის შეტანისას, ისევე თამაშისას შენი იდენტობა სრულიად ანონიმურია.

    ანონიმურობის კიდევ ერთი პლიუსი იმაში მდგომარეობს, რომ შენი ფინანსური აქტივობები ხილულია მხოლოდ შენთვის და მისი ნახვა არც პოტენციურ დამსაქმებელს და არც ბანკს შეუძლია.

  • მარტივი რეგისტრაცია - ტრადიციული ტიპის კაზინოსაგან განსხვავებით, კრიპტო პლატფორმა მარტივი რეგისტრაციით გამოირჩევა, სადაც არ გადიხარ ვერიფიკაციისა და შესაბამისად, იდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტების ატვირთვის ეტაპებს.

  • დაბალი საკომისიოები - როგორც წესი, კრიპტოვალუტა ნაკლები საკომისიოებით ხასიათდება, ვიდრე ტრადიციული ფიატ აქტივები. თუკი შენი თანხის უკან გატანა გინდა, გადასახადებში გაცილებით ნაკლებს გადაიხდი, ვიდრე ონლაინ კაზინოს შემთხვევაში, ლარში ან სხვა ფიატ ვალუტაში მოგიწევდა.

სად შეიძლება კრიპტოს ყიდვა კაზინოსათვის?

თუკი არჩევანი კრიპტო კაზინოზე შეაჩერე, სავარაუდოდ შენთვის მისაღები ანონიმურობა და სიმარტივეა. შესაბამისად, ეს ორი ასპექტი დაგჭირდება მაშინაც, თუკი კრიპტოს ყიდვა და შემდგომ კრიპტო კაზინოში აქტივების დადეპოზიტებას გადაწყვეტ.

ქართულ ბაზარზე არსებული ყველაზე მარტივი და მოსახერხებელი გზა იმისათვის რომ სასურველი კრიპტოვალუტა შეიძინო კრიპტალია. მაშინაც კი, თუკი ციფრულ აქტივებთან შეხება საერთოდ არ გქონია და სულ პირველად ყიდულობ რომელიმე აქტივს.

ამისათვის, პლატფორმაზე გადიხარ მარტივ რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის ეტაპს, რათა შენი აქტივები და ანგარიში დაცული იყოს თანხების დაკარგვისა და პოტენციური ციფრული შეტევისაგან. შემდგომ კი, კრიპტოს ყიდვა ორი გზით შეგიძლია, თუმცა ჩვენ ყურადღებას ყველაზე მარტივსა და სწრაფზე გავამახვილებთ:

კონვერტაცია - რომლის გამოყენებითაც სასურველ კრიპტოს მარტივად, რამოდენიმე კლიკში ყიდულობ და ის მომენტალურად აისახება შენს საფულეში. შესაბამის ველში უბრალოდ უთითებ რომელი კრიპტოს ყიდვა გინდა და რა რაოდენობით, ასევე - რომელი ფიატ ვალუტის გამოყენებით გსურს ამ კრიპტოს შეძენა, იქნება ეს ლარი (TOGEL), ა.შ.შ. დოლარი (TOUSD) თუ ევრო (TOEUR). კრიპტოვალუტის ყიდვის დეტალური ინსტრუქცია კი, ასე გამოიყურება:

  • აირჩე კრიპტოს შეძენა
  • მიუთითე სასურველი კრიპტოვალუტა და TOGEL (ლარი)
  • აირჩიე კრიპტოვალუტის რაოდენობა
  • დააკლიკე ყიდვა-ს
Support