მოხმარების პირობები

  • 1. ტერმინების განმარტება
  • 2. ზოგადი მიმოხილვა
  • 3. მოთხოვნებთან შესაბამისობა
  • 4. ჩვენი პროდუქტის გამოყენება
  • 5. ანგარიშების გამოყენება
  • 6. ხელშეკრულების შეჩერება, შეწყვეტა და გაუქმება
  • 7. ზიანის ანაზღაურება
  • 8. გარანტიის არარსებობა
  • 9. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
  • 10. დაბრუნების პოლიტიკა
  • 11. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავის გადაწყვეტა
  • 12. ინტელექტუალური საკუთრება
  • 13. კომუნიკაცია

1. ტერმინების განმარტება

  • 1.1 მუქი შრიფტით მითითებულ სიტყვებს გააჩნიათ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა.

  • 1.2 შემდეგ განმარტებებს აქვს ერთი და იგივე მნიშვნელობა მხოლობით და მრავლობით რიცხვში.

2. ზოგადი მიმოხილვა

  • 2.1 Cryptal.com ეკუთვნის საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას - შპს „დიჯიტალ ლეჯერ ტექნოლოჯის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 431178218) (შემდგომში წოდებული როგორც Cryptalან ჩვენ). წინამდებარე მოხმარების პირობები (შემდგომში წოდებული, როგორც „ხელშეკრულება“) განმარტავს ნებისმიერი პირის მიერ Cryptal.com-სთან და Cryptal-ის მიერ შეთავაზებულ ნებისმიერ სხვა პროდუქტთან წვდომის და მოხმარების პირობებს წინამდებარე ხელშეკრულების მე-4 მუხლით განსაზღვრულ პროდუქტებთან დაკავშირებით (შემდგომში წოდებული, როგორც პროდუქტიან „ვებგვერდი“).

  • 2.2 აღნიშნული პირობები ვრცელდება ყველა ვიზიტორზე, მომხმარებელსა და სხვა პირზე, რომელიც დარეგისტრირდება ან სხვაგვარად მიიღებს წვდომას ან გამოიყენებს პროდუქტს (შემდგომში წოდებული, როგორც თქვენ“, თქვენი ან მომხმარებლები).

  • 2.3  პროდუქტთან წვდომით ან მისი გამოყენებით, ჩვენთან ანგარიშის დარეგისტრირებით და/ან „ვეთანხმები მოხმარების წესებს და პირობებს“ ღილაკზე დაწკაპუნებით, თქვენ ელექტრონულად დაადასტურებთ, რომ წაიკითხეთ, გაიგეთ და ეთანხმებით წინამდებარე მოხმარების პირობებით (შემდგომში წოდებული როგორც პირობებიან  „მოხმარების პირობები“) გათვალისწინებულ პირობებს, ვალდებულებებსა და სხვა პოლიტიკის დოკუმენტებს (მაგალითად, Cryptal-ის კონფიდენციალობის პოლიტიკას და ა.შ.), რომლებიც განთავსებულია Cryptal.com-ზე.

  • 2.4  პროდუქტთან მიმართებით შეიძლება პერიოდულად გავრცელდეს ჩვენ მიერ განსაზღვრული დამატებითი პირობები და თქვენ მიერ აღნიშნული პროდუქტით სარგებლობა დაექვემდებარება დამატებით პირობებს, რომლებიც მითითებული იქნება წინამდებარე მოხმარების პირობებში.

  • 2.5  Cryptal რეკომენდაციას არ უწევს რაიმე კონკრეტულ კრიპტო აქტივს, ტრანზაქციას ან ვაჭრობის სტრატეგიას. თქვენ აღიარებთ და ეთანხმებით, რომ ყველა ტრანზაქციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღეთ მხოლოდ თქვენ და Cryptal არ აგებს პასუხს ან არ კისრულობს რაიმე ვალდებულებას თქვენი გადაწყვეტილებების შედეგებზე.

  • ჩვენი პროდუქტის გამოყენების შედეგად წარმოშობილი ზარალის რისკი შესაძლოა იყოს მნიშვნელოვანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვით განიხილოთ კრიპტო აქტივის ყიდვის ან გაყიდვის მიზანშეწონილობა და შესაბამისობა თქვენ ფინანსურ მდგომარეობასთან.გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ამ ხელშეკრულებას და დარწმუნდეთ, რომ გაიგეთ და ეთანხმებით თითოეულ პუნქტს. თუ არ ეთანხმებით წინამდებარე მოხმარების პირობებს ან აღნიშნულ პირობებში სამომავლოდ განხორციელებულ რაიმე მოსალოდნელ ცვლილებას, არ გამოიყენოთ ჩვენი პროდუქტი.

3. მოთხოვნებთან შესაბამისობა

  • ამ პროდუქტის გამოყენებამდე, თქვენ აცხადებთ, იძლევით გარანტიას და ეთანხმებით შემდეგ პირობებს:

  • 3.1 თქვენ იყენებთ ჩვენს პროდუქტს თქვენი ერთპიროვნული არჩევანით, შეხედულებისამებრ და რისკით;

  • 3.2 ჩვენი პროდუქტი გამოყენება შესაძლებელია თქვენი იურისდიქციის (მუდმივი საცხოვრებელი ქვეყნის) კანონმდებლობით ნებადართულ შემთხვევებში;

  • 3.3 თქვენ პასუხს აგებთ ნებისმიერი გადასახადის გადახდაზე ან სხვა იურიდიული ვალდებულების შესრულებაზე, რომლებიც შეიძლება დაექვემდებაროს ანგარიშსწორებას/წარმოიშვას ჩვენი პროდუქტის გამოყენების დროს;

  • 3.4 თქვენ ბრძანდებით 18 წელზე უფროსი ასაკის ან თქვენი ქვეყნის მოქმედი იურისდიქციით კანონიერად დაშვებული სხვა ასაკის, რადგან 18 წლამდე ასაკის პირებისთვის ჩვენი პროდუქტის გამოყენება დაშვებული არ არის;

  • 3.5 თქვენ ხართ ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია ამ ხელშეკრულების გაფორმების სრული იურიდიული შესაძლებლობა და უფლებამოსილება;

  • 3.6 თუ წინამდებარე ხელშეკრულებას ეთანხმებით იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციის სახელით, რომლის წარმომადგენელიც ბრძანდებით, თქვენ აცხადებთ და იძლევით გარანტიას, რომ თქვენ გაქვთ ყველა აუცილებელი უფლება და უფლებამოსილება, იკისროთ ვალდებულებები ასეთი იურიდიული პირის სახელით;

  • 3.7 თქვენ აცხადებთ თანხმობას, გადაიხადოთ ჩვენი პროდუქტით სარგებლობის საფასური, როგორც ეს განსაზღვრულია Cryptal-ის მიერ და შეიძლება შეიცვალოს პერიოდულად;

  • 3.8 თქვენ აცნობიერებთ, რომ არსებობს ინტერნეტ სისტემასთან დაკავშირებული რისკები, როგორიცაა აპარატურის მწყობრიდან გამოსვლა, პროგრამული უზრუნველყოფის და ინტერნეტ კავშირების ფუნქციონალური დარღვევა და ა.შ. ასევე, ნებისმიერი სახის გაუმართაობა/ხარვეზი ან შეტევა ჩვენს ვებგვერდზე.

4. ჩვენი პროდუქტის გამოყენება

  • 4.1 პროდუქტი რეგისტრირებულ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს

    • 4.1.1. შეიძინონ ან გაყიდონ კრიპტო აქტივები სხვა კრიპტო აქტივების ან სტანდარტული ვალუტის სანაცვლოდ;

    • 4.1.2.   გამოიტანონ სტანდარტული ვალუტა და / ან კრიპტო აქტივები Cryptal-ის ანგარიშიდან;

    • 4.1.3.   შეინახოს სტანდარტული ვალუტა და / ან კრიპტო აქტივები Cryptal-ის ანგარიშზე.

  • 4.2 თქვენ შესაძლებელია ვერ ისარგებლოთ ვებგვერდის ყველა ფუნქციით, იმის გათვალისწინებით თუ რომელ ქვეყანაში ცხოვრობთ.

  • 4.3 Cryptal-ს შეუძლია, საკუთარი შეხედულებისამებრ, შეცვალოს ან განაახლოს პროდუქტის ფუნქციონალი, სრულად ან ნაწილობრივ, ნებისმიერ დროს.

  • 4.4 თქვენ არ უნდა გადასცეთ პროდუქტის გამოყენებაზე თქვენი უფლებები ან სხვაგვარად არ უნდა გაასხვისოთ წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული თქვენი უფლებების რაიმე ნაწილი.

  • 4.5 აღნიშნული პირობები არ განიჭებთ უფლებასა და ნებართვას გადაიღოთ ასლი, გაავრცელოთ, შეცვალოთ ან სხვაგვარად გამოიყენოთ პროდუქტის ინტერფეისი, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.

  • 4.6 თქვენ არ განახორცილებთ და არ დაეხმარებით მესამე მხარეს შემდეგი ქმედებებში: (ა) გამოიყენოს ნებისმიერი უნებართვო საშუალება პროდუქტზე წვდომისათვის, ან ისარგებლოს ნებისმიერი ავტომატიზირებული პროცესით ან მომსახურებით (მაგალითად, ბოტი, Spider ან Cryptal-ის მიერ შენახული ინფორმაციის პერიოდული ქეშირება); (ბ) შეცვალოს, გადააკეთოს ან ნებისმიერი სხვა გზის საშუალებით შექმნას პროდუქტის არაორიგინალური ასლი; (გ) შეაფერხოს იმ სერვერების ან ქსელების მუშაობა, რომლებსაც Cryptal იყენებს პროდუქტის მიწოდებისთვის; (დ) დააზიანოს, მოშალოს, გადატვირთოს პროდუქტი (ან პროდუქტთან დაკავშირებული ნებისმიერი ქსელი); (ე) გამოიყენოს სხვა მომხმარებლის ანგარიში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთი გამოყენების უფლებამოსილება მინიჭებულია Cryptal–ის მხრიდან ; (ვ) გამოიყენოს პროდუქტი რაიმე ფორმით ან რაიმე მიზნით, გარდა წინამდებარე პირობები, კონფიდენციალობის პოლიტიკით, Cryptal–ის მომხმარებლის ნებისმიერი სახელმძღვანელოთი და პოლიტიკით პირდაპირ ნებადართული შემთხვევებისა; ზ) მონაწილეობა მიიღოს რაიმე სახის არაკანონიერ ან თაღლითურ საქმიანობაში, მოიტყუოს ან ჩაერთოს ქსელური თაღლითობის სქემებში, მონაცემების გაყალბებით, მანიპულირებით ან სხვა ნებისმიერი გზით; (თ) გაუგზავნოს არასასურველი ინიციატივით ან არაავტორიზებული ე.წ.  Junk ელექტრონული ფოსტა, სპამი, ე.წ. Chain Letters, პირამიდული სქემები,  კომერციული თუ  ნებისმიერი სხვა მიზნით. Cryptal–ს შეუძლია განსაზღვროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, თუ რამდენად და რა მოქმედების განხორციელება შეუძლია აღნიშნული პირობების სავარაუდო დარღვევის საპასუხოდ, ან რა მოქმედება ან უმოქმედობაა მიზანშეწონილი რაიმე კონკრეტულ შემთხვევაში, რაც არ განსაზღვრავს ან არ შეზღუდავს ჩვენს სამომავლო რეაგირებას.

5. ანგარიშების გამოყენება

  • 5.1 თქვენი Сryptal-ის ანგარიში საშუალებას გაძლევთ, ისარგებლოთ პროდუქტი და ნებისმიერი სხვა ფუნქციით, რომელსაც შევქმნით და გავუშვებთ ექსპლუატაციაში პერიოდულად და ჩვენი შეხედულებისამებრ.

  • 5.2 ჩვენ შესაძლოა გვქონდეს სხვადასხვა ტიპის ანგარიში სხვადასხვა ტიპის მომხმარებლისთვის.

    • 5.2.1 თუ თქვენ გახსნით Cryptal-ის ანგარიშს ორგანიზაციის ან სხვა პირის სახელით, მაშინ ტერმინი - „თქვენ“ გგულისხმობთ როგორც თქვენ, ასევე ამ იურიდიულ პირს, და თქვენ აცხადებთ და ადასტურებთ, რომ თქვენ ბრძანდებით ორგანიზაციის ან იურიდიული პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელიც უფლებამოსილია, იკისროს შესაბამისი ვალდებულებები ორგანიზაციის ან იურიდიული პირის სახელით წინამდებარე პირობებთან მიმართებაში და რომ ამ პირობებს ეთანხმებით ორგანიზაციის სახელით;

    • 5.2.2 თქვენ ვერ შეძლებთ სხვა მომხმარებლის ანგარიშით სარგებლობას შესაბამისი ნებართვის გარეშე. თქვენი ანგარიშის შექმნისას, თქვენ უნდა წარმოადგინოთ ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია და ეს ინფორმაცია მუდმივად უნდა განაახლოთ.

  • 5.3 თქვენ გევალებათ გააკონტროლოთ და დაიცვათ სათანადო უსაფრთხოება თქვენი ავტორიზაციისთვის საჭირო ინფორმაციის, კოდური სიტყვების (პაროლების), პირადი გასაღებების, საიდენტიფიკაციო ნომრების (PIN) და ნებისმიერი სხვა საშუალების მიმართ, რომელთაც იყენებთ პროდუქტთან წვდომის მისაღებად.

  • 5.4 თქვენ უნდა დაიცვათ თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა და არ დაუშვათ მესამე მხარის მიერ თქვენი სახელით პროდუქტზე წვდომა ან მისი გამოყენება, სანამ ჩვენ არ მოგცემთ შესაბამის დასტურს.

  • 5.5 თუ ჩათვლით, რომ დაირღვა თქვენი ანგარიშის უსაფრთხოება, წერილობით უნდა შეგვატყობინოთ შემდეგ მისამართზე info@cryptal.com

  • 5.6 თქვენ აგებთ პასუხს, ხოლო Cryptal არ კისრულობს რაიმე ვალდებულებას ყველა იმ ოპერაციაზე, რომელიც განხორციელდება თქვენს Cryptal-ის  ანგარიშზე.

  • 5.7  Cryptal იძლევა საშუალებას დააგენერიროთ საფულის მისამართები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ კრიპტო აქტივების გაგზავნის, მიღებისა და შენახვისთვის.

  • 5.8 თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხიმგებელი თქვენი საფულის უსაფრთხოებაზე.

  • 5.9 თქვენს საფულეზე წვდომის მისაღებად საჭირო ინფორმაცია უნდა იყოს დაცული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გამოიწვევს საფულეში შენახულ კრიპტო აქტივზე კონტროლის დაკარგვას, რაზეც ჩვენ არ ვაგებთ პასუხს.

  • 5.10 თქვენ აცნობიერებთ, რომ თქვენი კრიპტო ტრანზაქციების დეპოზიტის მისამართი (საფულე) შესაძლებელია გაუქმდეს თუ თქვენ მას არ გამოიყენებთ 2 თვის განმავლობაში. აღნიშნულის შესახებ ჩვენ წინასწარ შეგატყობინებთ გაუქმებამდე 24 საათით ადრე. გაუქმების შემდეგ თქვენი კრიპტო ბალანსი სრულად შენარჩუნებული იქნება, თუმცა ტრანზაქციების გაუქმებულ დეპოზიტის მისამართზე განხორციელების შემთხვევაში გადარიცხული კრიპტოვალუტა დაიკარგება. კრიპტოვალუტის დეპოზიტის მისამართის გაუქმების შემდეგ თქვენ გექნებათ შესაძლებლობა შექმნათ ახალი მისამართი.

  • 5.11 თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ სტანდარტული ვალუტის (დოლარის/ლარის/ევროს) დეპოზიტის / გატანის მოთხოვნის შესრულებას ასეთი მოთხოვნის წარმოქმნის მომენტიდან შეიძლება დასჭირდეს 48 საათამდე დრო. სტანდარტული ვალუტის (დოლარის/ევროს/ლარის) დეპოზიტის / გატანის ოპერაციების შესრულება შეიძლება შეფერხდეს შემდეგი მიზეზების გამო: ჩვენი არასამუშაო დრო, პარტნიორი/შუამავალი ბანკების და თქვენი მომსახურე ბანკის არასამუშაო დღე და მათი პროცესებით გათვალისწინებული დრო. ამასთან, დეპოზიტის/გატანის მოთხოვნის შესრულება შესაძლებელია გადაიდოს ნებისმიერი სახის ტექნიკური მიზეზით. კრიპტალი, ფინანსური ინსტიტუტების, მათ შორის და არამხოლოდ იმ ბანკების, რომლებიც მონაწილეობენ ამ ოპერაციაში, მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია იძულებული გახდეს გააუქმოს ან დააბრუნოს უკვე შესრულებული დეპოზიტის / გატანის ოპერაცია. ასეთ შემთხვევებში თქვენ ვალდებული ხართ ითანამშრომლოთ კრიპტალთან, რათა გამოკვლეული იქნას ასეთი მოთხოვნის მიზეზები.

6. ხელშეკრულების შეჩერება, შეწყვეტა და გაუქმება

  • 6.1 ჩვენ შეგვიძლია, წინასწარი შეტყობინების გარეშე, შევაჩეროთ პროდუქტის გამოყენება, შევცვალოთ პროდუქტი; შევწყვიტოთ პროდუქტის ან მისი ცალკეული მახასიათებლების მოწოდება თქვენთვის ან ზოგადად მომხმარებლებისთვის; ან დავაწესოთ გამოყენების ან ტრანზაქციის ლიმიტები პროდუქტის მოხმარებასთან დაკავშირებით.

  • 6.2 ჩვენ შეგვიძლია მუდმივად ან დროებით შევაჩეროთ თქვენი წვდომა პროდუქტთან ყოველგვარი შეტყობინებისა და პასუხისმგებლობის გარეშე, ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის, თუ დაარღვევთ წინამდებარე მოხმარების პირობებით გათვალისწინებულ ნებისმიერ პირობას, ან Cryptal–მა შესაძლოა შეაჩეროს, შეზღუდოს ან შეწყვიტოს თქვენი წვდომა ცალკეულ ან ყველა პროდუქტთან და/ან მოახდინოს თქვენი ანგარიშის ბლოკირება/დეაქტივაცია ან გააუქმოს ის იმ შემთხვევაში, თუ:

    • 6.2.1 ეს მოგვეთხოვება სასამართლოს დადგენილებით ან სახელმწიფო უწყების სავალდებულო ბრძანებით;

    • 6.2.2 ჩვენ გაგვიჩნდება გონივრული ეჭვი, რომ თქვენ იყენებთ პროდუქტს აკრძალული საქმიანობისთვის;

    • 6.2.3 თქვენს მიერ ანგარიშის გამოყენება ექვემდებარება სასამართლო განხილვას, გამოძიებას ან სახელმწიფო სამართალწარმოებას და/ან ჩვენ ვთვლით, რომ თქვენ მიერ პროდუქტის გამოყენება აჩენს იურიდიულ ან მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შეუსაბამობის რისკს.

7. ზიანის ანაზღაურება

  • 7.1 თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ დაიცავთ და აუნაზღაურებთ Сryptal-ს და მის შვილობილ კომპანიებს, წარმომადგენლებს და სხვა აფილირებულ პირებს, აგრეთვე მათ თანამშრომლებს, კონტრაქტორებს, აგენტებს, უფლებამოსილ პირებსა და დირექტორებს, ნებისმიერ და ყველა პრეტენზიასთან, ზიანის ანაზღაურებასთან, ვალდებულებებთან, დაკავშირებულ ხარჯს (მათ შორის და არა მხოლოდ, ადვოკატის ჰონორარს), რაც წარმოიშობა:

    • 7.1.1 თქვენ მიერ წინამდებარე მოხმარების პირობების ნებისმიერი პირობის დარღვევით, მათ შორის და არა მხოლოდ, ზემოთ წარმოდგენილი განცხადებებისა და გარანტიების დარღვევით;

    • 7.1.2 თქვენ მიერ ნებისმიერი მესამე მხარის უფლებ(ებ)ის, მათ შორის და არა მხოლოდ, პერსონალურ მონაცემებთან ან ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული უფლებ(ებ)ის დარღვევით;

    • 7.1.3 ნებისმიერი კანონის, წესის ან რეგულაციის დარღვევის შედეგად;

    • 7.1.4 თქვენი მიზანმიმართული ქმედებით.

8. გარანტიის არარსებობა

  • 8.1 პროდუქტი მიწოდებული იქნება არსებული ფორმით, ანუ „როგორც არის“ პრინციპის შესაბამისად. პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებულ ყოველგვარ რისკზე პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ.

  • 8.2 Cryptal და მასთან აფილირებული პირები არ იძლევიან გარანტიას იმის თაობაზე, რომ პროდუქტის კონტენტი იქნება ზუსტი, საიმედო ან სწორი; რომ პროდუქტი დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს; რომ პროდუქტი ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერ კონკრეტულ დროს ან ადგილას, იქნება უწყვეტი ან უსაფრთხო; რომ აღმოიფხვრება ყველა ხარვეზი ან შეცდომა; ან რომ პროდუქტი არ მოიცავს ვირუსებს ან სხვა მავნე კომპონენტებს. პროდუქტი სარგებლობის შედეგად ჩამოტვირთულ ან სხვაგვარად მოპოვებულ კონტენტთან დაკავშირებულ რისკზე პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ და მხოლოდ თქვენ აგებთ პასუხს თქვენი კომპიუტერული სისტემის ან მობილურ მოწყობილობასთან დაკავშირებულ რაიმე ხარვეზსა თუ მონაცემების დაკარგვაზე, რაც იქნება ასეთი ჩამოტვირთვის ან პროდუქტით სარგებლობის შედეგი.

  • 8.3 Cryptal არ იძლევა გარანტიას, არ ადასტურებს და არ იღებს პასუხისმგებლობას რომელიმე პროდუქტსა თუ მომსახურებაზე, რომელიც იქნება რეკლამირებული ან შემოთავაზებული მესამე მხარის მიერ პროდუქტის ან ნებისმიერი დაკავშირებული ვებგვერდის ან მომსახურების მეშვეობით.

9. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

  • 9.1 Cryptal, მასთანაფილირებული პირები, უფლებამოსილი პირები, თანამშრომლები, წარმომადგენლები, პარტნიორები, მომწოდებლები არავითარ შემთხვევაში არ აგებენ პასუხს რაიმე არაპირდაპირ, შემთხვევით, სპეციალურ, ან სხვა ნებისმიერ ზიანზე (მათ შორის და არა მხოლოდ, დაკარგულ მოგებაზე, შემოსავალზე, გუდვილზე, ციფრულ აქტივებსა თუ მომხმარებლის სხვა კონტენტზე), მიუხედავად მისი გამომწვევი მიზეზისა, მათ შორის და არა მხოლოდ, იქნება ეს თუ არა ხელშეკრულებით, შეთანხმების დარღვევით, გარანტიით, დაუდევრობით ან სხვაგვარი საფუძვლით გამოწვეული, მაშინაც კი, თუ ზემოაღნიშნული მხარეებიდან რომელიმე იყო ინფორმირებული ასეთი ზარალის დადგომის შესაძლებლობაზე.

  • 9.2 Cryptal-ის, მასთან აფილირებული პირების, უფლებამოსილი პირების, თანამშრომლების, წარმომადგენლების, პარტნიორების, მიმწოდებლების საერთო პასუხისმგებლობა, რაც დაკავშირებული იქნება წინამდებარე პირობებთან ან პროდუქტთან, არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს: 150 ლარს.

10. დაბრუნების პოლიტიკა

  • 10.1 ჩვენი კომპანია საშუალებას აძლევს თავის კლიენტებს, ისარგებლონ თანხის დაბრუნების შესაძლებლობით იმ შემთხვევაში, თუ ტრანზაქცია შესრულებულია სტანდარტულ ვალუტაში (ლარი, დოლარი, ევრო) SWIFT–ის (საბანკო გადარიცხვის) გამოყენებით და თუ ასეთი ტრანზაქციის დამუშავება არ არის დამთავრებული და გადარიცხვას არ აქვს „დასრულებული“ სტატუსი. ოპერაციები, რომელთა განხორციელებაც ხდება საბანკო ბარათით, ასევე კრიპტოვალუტების გაცვლასთან დაკავშირებული ოპერაციები, არ ექვემდებარება დაბრუნებას. შეუძლებელია თავდაპირველად გადახდილ თანხაზე მეტი ოდენობის თანხის დაბრუნება. თანხის დაბრუნების შესახებ Cryptal-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კლიენტებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტით, კლიენტის მიერ Cryptal-ის სისტემაში რეგისტრირებულ ელექტრონულ მისამართ(ებ)ზე.

  • 10.2 თანხის დაბრუნების მოთხოვნის მიზნით, კლიენტი Cryptal-ს უნდა დაუკავშირდეს ელექტრონულ ფოსტაზე info@cryptal.com-ზე ელექტრონული წერილის გაგზავნის გზით, სადაც მითითებული უნდა იყოს მოთხოვნა თანხის დაბრუნებაზე და შესაბამისი ტრანზაქციის ნომერი. თანხის დაბრუნების მოთხოვნაზე, უფრო სწრაფი რეაგირების მიზნით, რეკომენდებულია, რომ კლიენტი დაუკავშირდეს კლიენტთა მხარდაჭერის გუნდს, ტრანზაქციის გაუქმებისა და თანხის დაბრუნების მოთხოვნით. თანხის დაბრუნების მოთხოვნის მიღების შემდეგ, კლიენტს ეცნობება გადაწყვეტილების შესახებ.

  • 10.3 გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კლიენტის მიერ თანხის დაბრუნების მოთხოვნის მომენტიდან ასეთი მოთხოვნის დამუშავებას შეიძლება დასჭირდეს საშუალოდ 2 სამუშაო დღე. თანხის დაბრუნების ყველა მოთხოვნა დეტალურად მოწმდება და დასტურდება Cryptal-ის მიერ. Cryptal-ის მხრიდან თანხის დაბრუნებაზე მიღებული დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, თანხა კლიენტს დაუბრუნდება იგივე მეთოდით და იმავე საბანკო რეკვიზიტებზე, საიდანაც კლიენტმა Cryptal-ზე განახორციელა თავდაპირველი ტრანზაქცია. თანხის დაბრუნება ხორციელდება SWIFT (საბანკო გადარიცხვა) მეთოდით, ბანკის სამუშაო დღეებში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კლიენტის საბანკო ანგარიშზე თანხის დაბრუნებას შესაძლოა ხუთი სამუშაო დღემდე დასჭირდეს, რაც დამოკიდებულია ბანკის შიდა პოლიტიკასა და/ან პროცედურებზე და რომელზეც Cryptal ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.

  • 10.4 თანხის დაბრუნებაზე მოთხოვნის განხილვის პროცესში Cryptal-მა შესაძლოა მოითხოვოს  დამატებითი დოკუმენტები, როგორიცაა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები ან საგადახდო დავალება, ან გადახდის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი. თუ კლიენტის მხრიდან Cryptal-ის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები არ არის წარმოდგენილი მოთხოვნის გაგზავნიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში, ან Cryptal-ს ეჭვი შეაქვს მოწოდებული დოკუმენტების ნამდვილობაში, ანაზღაურების მოთხოვნის დამუშავების დრო გაგრძელდება და მიიღება გადაწყვეტილება შემდგომი მოქმედებების განხორციელების შესახებ Cryptal-ის მხრიდან. სანამ ყველა გარემოება არ გაირკვევა და/ან არ დასრულდება დოკუმენტაციის გადამოწმება, Cryptal იტოვებს უფლებას გაყინოს კლიენტის თანხები, რომლებზეც მოთხოვნილია დაბრუნება.

  • 10.5 კლიენტებმა უნდა წარმოადგინონ ზუსტი და სწორი ინფორმაცია, თავდაპირველ ტრანზაქციასთან დაკავშირებით. Cryptal არ არის პასუხისმგებელი კლიენტის შეცდომის გამო, ან არასწორი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდების გამო განხორციელებული ნებისმიერი ტრანზაქციის შედეგზე.

  • 10.6 თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯი ანაზღაურდება კლიენტის მიერ. დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯები ჩამოიჭრება მომხმარებლის მიერ მისაღები დასაბრუნებელი თანხიდან.

11. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავის გადაწყვეტა

  • წინამდებარე პირობებს და მათ შესრულებას არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა. მხარეთა შორის წინამდებარე მოხმარების პირობებთან ან პროდუქტთან წარმოშობილი ყველა დავა განსახილველად გადაეცემა საქართველოს საერთო სასამართლოებს ექსკლუზიურად.

12. ინტელექტუალური საკუთრება

  • 12.1 ინტელექტუალური საკუთრების ფარგლებში წარმოდგენილი ყველა აქტივი (შემდგომში წოდებული, როგორც „ინტელექტუალური საკუთრება“), მათ შორის და არა მხოლოდ საავტორო უფლებები, პატენტები, სასაქონლო ნიშნები, სავაჭრო დასახელებები, პროგრამული კოდები, გამოსახულებები, ლოგოები, სიმბოლოები, სავაჭრო საიდუმლოება, დიზაინები და გრაფიკები დაცულია ინტელექტუალური საკუთრების ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობით და ხელშეკრულებებით.

  • 12.2 თქვენ არავითარ შემთხვევაში არ შეგიძლიათ შეცვალოთ, გაამრავლოთ, გაავრცელოთ ან კომერციულად გამოიყენოთ ნებისმიერი მასალა, მათ შორის ტექსტი, გრაფიკა, ვიდეო, აუდიო, პროგრამული კოდი, მომხმარებლის ინტერფეისის დიზაინი ან ლოგოები.

13. კომუნიკაცია

  • 13.1. თქვენ აცხადებთ თანახმობას, რომ ელექტრონულად მიიღოთ ყველა კომუნიკაცია, რაც შესაძლოა მოგაწოდოთ GEX-მა, თქვენს Cryptal ანგარიშთან და / ან ჩვენი პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით.

  • 13.2. აღნიშნული მიზნებისათვის, „კომუნიკაცია“ ნიშნავს ყველა კომუნიკაციას, შეთანხმებას, დოკუმენტს, ქვითარს, შეტყობინებას და ინფორმაციის გამჟღავნებას, რაც შეიძლება პერიოდულად მოგაწოდოთ Cryptal-მა.

  • 13.3. თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი თანხმობა ელექტრონული კომუნიკაციის მიღებაზე, რისთვისაც მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს უნდა გაუგზავნოთ გაუქმების შესახებ შეტყობინება. ელექტრონული კომუნიკაციების მიღებაზე უარის თქმის ან თანხმობის გაუქმების შემთხვევაში, Cryptal-მა შეიძლება შეაჩეროს ან შეწყვიტოს თქვენს მიერ პროდუქტით სარგებლობა.

Last updated: 13 April 2021